1 / 20
1. რომელი ტერმინის წარმომავლობა უკავშირდება სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (KGB)?
ფეიქ ნიუსი
დეზინფორმაცია
ბოტი
პროპაგანდა
2. რას გულისხმობს მესამე მხარის ტექნიკა?
ინფორმაციის მესამე მხარესთან გადამოწმებას
გამოსაქვეყნებელი სტატიის ასლის საბჭოთა ცენზურის ორგანოში - “მთავლიტში” გადაგზავნას
წინასწარ შემუშავებული გზავნილების, როგორც “დამოუკიდებელი თვალსაზრისის,” გამოქვეყნებას
ტექსტის კორექტურას
3. საიდან იღებს სათავეს ტერმინი “ცრუ დროშის” ოპერაცია, რომელიც კონკრეტულ ქმედებაზე პასუხისმგებლობის არიდებას და მოწინააღმდეგის დადანაშაულებას ისახავს მიზნად?
დაპყრობილ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის დროშის აღმართვის ტრადიციიდან
მე-16 საუკუნეში მეკობრეების ტაქტიკის აღწერიდან, რომელიც სავაჭრო გემების ახლოს მიტყუების მიზნით მეგობრული ქვეყნის დროშის აღმართვას ითვალისწინებდა
დროშის დიზაინის პლაგიატის შემთხვევებიდან
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან “ცრუპენტელა”
4. რა მიზანი აქვს საბრძოლო სპეცპროპაგანდაში “აყროლებული ქაშაყის” მეთოდის გამოყენებას?
სამიზნის რაიმე სიბინძურეში გათხვრა
ინდივიდზე ცრუ და სკანდალური ბრალდების გავრცელება
სამიზანე პირის შესახებ საჯარო კამათის დაწყება, რა დროსაც მის სახელს ხშირად გაიმეორებენ და სკანდალთან მის კავშირს ხშირად ახსენებენ
ყველა პასუხი სწორია
5. რას უკავშირდება ტერმინი “აქტიური ღონისძიებები”?
ცივი ომის პერიოდში აშშ-ის მიერ ვარშავის პაქტის ქვეყნებში აქტიურ დაზვერვას
საბჭოთა კავშირის და რუსეთის პოლიტიკურ-სამხედრო მოქმედებებებს
1960-70-იან წლებში განვითარებადი ქვეყნებისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას
NATO-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო მანევრებს ევროპის ტერიტორიაზე
6. რას მიზანი შეიძლება ჰქონდეს “აქტიურ ღონისძიებებს”?
სხვა ქვეყნის ხელისუფლებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გაჩენა, სამთავრობო თუ არასამთავრობო მოწინააღმდეგეების დასუსტება
სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობის არევა
ყველა პასუხი სწორია
7. KGB-ს რომელი უწყება მონაწილებს აქტიური ღონისძიებების განხორციელებაში?
მეცხრე სამმართველო - მუშაობს მაღალი რანგის პოლიტიკოსების დაცვაზე
მეხუთე სამმართველო - მუშაობს იდეოლოგიური დივერსიების მიმართულებით
დეპარტამენტი A - პასუხისმგებელია უცხო ქვეყნის მთავრობებსა და ხალხზე ზეგავლენის მოხდენაზე
მეოთხე სამმართველო - უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას ტრანსპორტში
8. რა კოდური სახელი ჰქონდა ოპერაცია ინფექციას, აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს მიხედვით?
ოპერაცია “შიდსი”
ოპერაცია “მედუზა”
ოპერაცია “დენვერი”
ოპერაცია “პანდორა”
9. წარმოიდგინე, მუშაობ KGB-ში და ამზადებ პროპაგანდისტულ სტატიას ცივი ომის პერიოდში. ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტს არ ახსენებ სტატიაში?
1982 წელს აშშ-მ სსრკ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქიმიური იარაღის “ყვითელი წვიმის” გამოყენებაში დასდო ბრალი
MKNAOMI-ის კოდური სახელით ცნობილი პროგრამის ფარგლებში CIA-ის დაკვეთით ბიოლოგიურ იარაღზე კვლევები მიმდინარეობდა
შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი HIV ვირუსის მიერაა გამოწვეული
HIV ვირუსი აშშ-ში განსაკუთრებით გავრცელებული 1980-იან წლებში იყო
10. რა არის ინფორმაციული ოპერაცია?
მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების განლაგების დასადგენად განხორციელებული ოპერაციები
იმ ტიპის პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიზნად მხოლოდ მორალურ ზეწოლას ისახავს
მოწინააღმდეგის შესახებ ტაქტიკური ინფორმაციის შეგროვება და უპირატესობის მოპოვების მიზნით პროპაგანდის გავრცელება
მშვიდობის პერიოდის დროს ინფორმაციის დიპლომატიური გზით გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად
11. რა მიზნით შეიქმნა ფასადური ორგანიზაცია - მშვიდობის მსოფლიო საბჭო (WPC), რომელსაც საბჭოთა კავშირი უჭერდა მხარს?
დეკოლონიზაციის შემდეგ აფრიკული ქვეყნების მილიტარიზაციისთვის
ნატოს დისკრედიტაციისთვის
ვარშავის პაქტის ქვეყნების წინააღმდეგ
ჩრდილოეთ კორეის მხარდასაჭერად
12. რის გამო გააძევა საფრანგეთის ხელისუფლებამ 1951 წელს ქვეყნიდან მსოფლიო მშვიდობის საბჭო (WPC)?
“მეხუთე კოლონის” საქმიანობის გამო
სავიზო წესების დარღვევის გამო
კონტრაბანდის ტრანსპორტირების გამო
საბოტაჟის გამო
13. რა მეთოდებით ცდილობდა მსოფლიო მშვიდობის საბჭო (WPC) საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას ნატოს წევრ ქვეყნებში?
საბჭოთა კავშირის განიარაღების პოლიტიკის მხარდაჭერით
ბირთვული ომის საწინააღმდეგო აქციების მხარდაჭერით
ბირთვული ომის შიშებით მანიპულირებით
ყველა პასუხი სწორია
14. რა გადაწყვეტილება მიიღო სვერდლოვსკის სასამართლომ?
სვერდლოვსკის ტერიტორიაზე ბირთვული რაკეტების განლაგება აკრძალა
მოლოტოვის ინიციატივა, 1954 წელს სსრკ ნატოში გაწევრიანებულიყო, არალეგიტიმურად გამოაცხადა
“დალესის გეგმა” საბჭოთა კავშირის განადგურების შესახებ ექსტრემისტულ მასალად გამოაცხადა
ნატოს შესახებ არალიცენზირებული ლიტერატურა აკრძალა
15. რა გზავნილის დამკვიდრებას ისახავს მიზნად აღმოსავლეთ გერმანული ჟურნალიდან ნიანგში გადმობეჭდილი ეს კარიკატურა?
ამერიკის მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის მსოფლიოს
აშშ-ს მიზანია ევროპაში რაკეტების განლაგებით ბირთვული ომის სამიზნე ევროპა გახადოს, ამერიკა კი დაცულ ტერიტორიად აქციოს
“Ჩვენ არ გვინდა სხვისი რბევა, ჩვენ არ გვინდა ომი, Მაგრამ კაპიტალისტების არ ისვენებს ტომი!..”
ამერიკა საფრანგეთს ვალს უბრუნებს
16. რა ჰქვია პროპაგანდის ტექნიკას, რომლის დროსაც იდეას ან სლოგანს იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ?
მცდარი დილემის ტექნიკა
Ad Nauseam ტექნიკა
მცდარი დილემის ტექნიკა
Whataboutism ტექნიკა
17. თქვენი აზრით, რომელ გაზეთში გამოქვეყნდა მოცემული პოლიტიკური კარიკატურები?
გაზეთი ლელო
გაზეთი კომუნისტი
გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი
გაზეთი ევროპული ამბები
18. თქვენი აზრით, სად გამოქვეყნდა ქვემოთმოყვანილი ინსტრუქცია?
KGB-ს დეპარტამენტ A-ს გზამკვლევში პროპაგანდისტებისთვის
გაზეთ კომუნისტში, სათაურით “როგორ მოვაწყოთ მეცადინეობა თემაზე “საბჭოთა კავშირი მშვიდობისა და დემოკრატიის ბურჯია”
სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის თანამშრომელთა ინსტრუქციაში
მტრული ნატოს ჯარში, სპეცპროპაგანდის ორგანიზების სახელმძღვანელოში
19. რა მთავარ გზავნილს ამკვიდრებს 1972 წელს საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული ეს კარიკატურა?
ნატოს შეიარაღება საბჭოთა კავშირისას მნიშვნელოვნად აჭარბებს
NATO გამოგონილ სამიზნეს - სსრკ-ს - ყველა შესაძლო მეთოდით ებრძვის და აურზაურს არაფრის გამო ქმნის
საბჭოთა კავშირის დოქტრინა შეკავებაა და არა თავდასხმა
ნატო ფრინველების მიმართაც აგრესორია
20. 1948-1949 წლებში სსრკ-ს მიერ ბერლინის ბლოკადის საპასუხოდ, დასავლელი მოკავშირეები დასავლეთ ბერლინს საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით ჰაერიდან ამარაგებდნენ.
რომელ პლაკატს ავრცელებდა საბჭოთა პროპაგანდა გერმანიაში მოკავშირეების ჰუმანიტარული დახმარების დისკრედიტაციის მიზნით?
უღირს ბერლინს კიდევ ერთი ომი?
ბრძოლა ბერლინისთვის
დახმარება ამერიკულად მოშიმშილეებისთვის