1 / 5
ქვემოთ მოცემული ისტორიული ფოტოებიდან, რომელია ავთენტური?
გენერალი ულის გრანტის ფოტო აშშ-ის სამოქალაქო ომიდან
1934 წელს გამოგონებული მფრინავი ხელსაწყოს ფოტოსურათი
ფიდელ კასტროსა და ბრაზილიელი პოლიტიკოსის ფოტო
1925 წელს თვითმფრინავის ფრთებზე გამართული ჩოგბურთის მატჩის სურათი
ამერიკის მე-18 პრეზიდენტისა და აშშ-ს სამოქალაქო ომის გენერლის ულის გრანტის ეს სურათი ფოტოფაბრიკაციის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია. 1865 წლის სურათი სინამდვილეში სამი სხვადასხვა ფოტოს კომბინაციაა (1, 2, 3), რომელთაგანაც გენერალი გრანტი მხოლოდ ერთზეა გამოსახული.
ამ ფოტოთი 1934 წლის 1 აპრილის ნომერში გერმანულმა გაზეთმა “Berliner Illustrirte Zeitung” მკითხველს ახალი საფრენი მოწყობილობის გამოგონების შესახებ ამცნო, რომელსაც თითქოს, პილოტი სპეციალურ მოწყობილობაში ჰაერის ჩაბერვით მართავდა. ეს ამბავი, რომელიც New York Times-მაც კი გააშუქა, რეალურად პირველი აპრილის ხუმრობა იყო.
2018 წელს ბრაზილიაში ფიდელ კასტროსა და ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, მუშათა პარტიის წარმომადგენელი დილმა რუსეფის ფოტო გავრცელდა, თუმცა ფოტო მანიპულაციაა და მას რუსეფის პოლიტიკური ოპონენტები რუსეფის დისკრედიტაციისათვის იყენებდნენ.
ერთი შეხედვით დამუშავებულს ჰგავს, თუმცა ფოტო ავთენტურია. 1925 წელს გადაღებულ ფოტო აერო-აკრობატების გლედის როისა და ივან უნგერის მიერ “Curtis JN-4” მოდელის თვითმფრინავზე ჩოგბურთის თამაშსს ასახავს
პოლიტიკოსების შესახებ გავრცელებული უჩვეულო ფოტოებიდან რომელია ავთენტური?
ანგელა მერკელმა ბავშვობაში ფოტო ჰიტლერთან ერთად გადაიღო
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის დროშით ხელში ზიპლაინზე გაიჭედა
ვლადიმერ პუტინმა დათვზე ამხედრებულმა გაისეირნა
ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი 2010 წელს მსოფლიო ლიდერებს წითელ ხალიჩაზე წინ მიუძღოდა
სურათზე ჰიტლერთან ერთად არა ანგელა მერკელის ბავშვობა, არამედ “უცნობი ბავშვია” გამოსახული. ანგელა მერკელი 1954 წელს დაიბადა, სურათი კი 1937 წლის ფოტოდოკუმენტების წიგნიდანაა.
ფოტო რეალურია და იგი 2012 წელსაა გადაღებული, როცა ჯონსონი ჯერ კიდევ ლონდონის მერი იყო.
ვლადიმერ პუტინმა ბუნებაში 2018 წელს მართლაც გაისეირნა, თუმცა იგი არა დათვით, არამედ ცხენით გადაადგილდებოდა. ფოტოს ორიგინალი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაამუშავეს.
აღნიშნული ფოტო, რომელიც 2010 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ასახავდა ეგვიტურმა გაზეთმა დაამუშავა და მასზე მუბარაკსა და ბარაკ ობამას ადგილები შეუცვალა. ავთენტურ ფოტოში ეგვიპტის პრეზიდენტის ადგილი ბარაკ ობამას უკავია
ვინ და რა ჩაამატეს სოციალური ქსელის რუსმა მომხმარებლებმა 2017 წლის G20 სამიტზე გადაღებულ ფოტოსურათში?
დონალდ ტრამპის მკაცრი მზერა
სურათის ორიგინალი 2017 წლის 7 ივლისს Getty images-ის ფოტოგრაფმა გადაიღო და მასზე სახელმწიფოების ლიდერები ცარიელი სკამთან ერთად არიან გამოსახული, ხოლო ანგელა მერკელს პიჯაკზე ე.წ. “გეორგიევსკის ლენტი” არ უკეთია.
ვლადიმირ პუტინის იასამნისფერი ჰალსტუხი
სურათის ორიგინალი 2017 წლის 7 ივლისს Getty images-ის ფოტოგრაფმა გადაიღო და მასზე სახელმწიფოების ლიდერები ცარიელი სკამთან ერთად არიან გამოსახული, ხოლო ანგელა მერკელს პიჯაკზე ე.წ. “გეორგიევსკის ლენტი” არ უკეთია.
ვლადიმერ პუტინი და “გეორგიევსკის ლენტი” ანგელა მერკელის პიჯაკზე
სურათის ორიგინალი 2017 წლის 7 ივლისს Getty images-ის ფოტოგრაფმა გადაიღო და მასზე სახელმწიფოების ლიდერები ცარიელი სკამთან ერთად არიან გამოსახული, ხოლო ანგელა მერკელს პიჯაკზე ე.წ. “გეორგიევსკის ლენტი” არ უკეთია.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
სურათის ორიგინალი 2017 წლის 7 ივლისს Getty images-ის ფოტოგრაფმა გადაიღო და მასზე სახელმწიფოების ლიდერები ცარიელი სკამთან ერთად არიან გამოსახული, ხოლო ანგელა მერკელს პიჯაკზე ე.წ. “გეორგიევსკის ლენტი” არ უკეთია.
რას ასახავს ქვემოთ მოცემული ფოტო?
ჩერნობილში დაბადებულ უბეწვო ძაღლს და მის ლეკვებს
“საქართველო და მსოფლიო” რუსულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ფოტო ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანების ცხოველთან შეჯვარების შემდეგ დაბადებულ არსებას ასახავდა, თუმცა რეალურად ფოტო “ვარსკვლავური ომების” პროდიუსერის მიერ გადაღებული ფილმის "The Chimeran”-ის პოსტერია.
ამერიკელი მეცნიერების მიერ შიმპანზისა და ადამიანის შეჯვარებით შექმნილ “ჰუმანზეს”
“საქართველო და მსოფლიო” რუსულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ფოტო ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანების ცხოველთან შეჯვარების შემდეგ დაბადებულ არსებას ასახავდა, თუმცა რეალურად ფოტო “ვარსკვლავური ომების” პროდიუსერის მიერ გადაღებული ფილმის "The Chimeran”-ის პოსტერია.
ჩინეთის ლაბორატორიაში გენური ინჟინერიით შექმნილი ცხოველის ახალ სახეობას
“საქართველო და მსოფლიო” რუსულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ფოტო ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანების ცხოველთან შეჯვარების შემდეგ დაბადებულ არსებას ასახავდა, თუმცა რეალურად ფოტო “ვარსკვლავური ომების” პროდიუსერის მიერ გადაღებული ფილმის "The Chimeran”-ის პოსტერია.
სამეცნიერო ფანტასტიკური დრამის "The Chimeran”-ის პოსტერს
“საქართველო და მსოფლიო” რუსულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ფოტო ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანების ცხოველთან შეჯვარების შემდეგ დაბადებულ არსებას ასახავდა, თუმცა რეალურად ფოტო “ვარსკვლავური ომების” პროდიუსერის მიერ გადაღებული ფილმის "The Chimeran”-ის პოსტერია.
რა შეიცვალა ავთენტური ფოტოს დამუშავების შემდეგ ალბერტ აინშტაინის ქვემოთ მოცემულ სურათში?
ავთენტურ ფოტოში ადამიანები ალბერტ აინშტაინისკენ არიან მობრუნებული
სურათი სხვადასხვა დროსა და ადგილზე დაგაღებული ორი ფოტოსურათის კომბინაციაა
ფოტოს ორიგინალში აინშტაინი ველოსიპედს არ ატარებს, იგი აფეთქებას სხვებთან ერთად ადევნებს თვალს