1 / 24
1. რას უნდა ეყრდნობოდეს ჟურნალისტი ახალი ამბის გაშუქებისას?
ა) საკუთარ ინტუიციას
ბ) მოარულ ჭორებს
გ) სანდო წყაროებს
დ) წყაროზე მოყოლილ ამბებს
2. რა შემთხვევაში ჩაითვლება ინფორმაცია დაბალანსებულად?
ა) თუ მასალაში დაბალანსებული ტერმინებია გამოყენებული
ბ) თუ ინფორმაცია სულ მცირე ორ დამოუკიდებელ წყაროს ეყრდნობა
გ) თუ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური უწყების პრესრელიზს ეყრდნობა
დ) თუ ინფორმაცია მხოლოდ ბრალდებებს ასახავს
3. მოცემული წინადადებებიდან რომელია ფაქტი?
ა) საყოველთაოდ ცნობილია, ვინ არის მოღალატე
ბ) სოციალური ქსელების აქტიური მოხმარება ადამიანებს უფრო კომუნიკაბელურს ხდის
გ) Statista-ს თანახმად, 2025 წელს ყველაზე მეტი მომხმარებელი ფეისბუქს და მეტას სხვა პლატფორმებს ჰყავდა
დ) მოკლე ვიდეოების საყურებლად TikTok ყველაზე კომფორტულია
4. რას მიიჩნევს ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდე მოვლენის აღწერის მთავარ პრინციპად?
ა) თავად მე ვიყავი მოვლენის მომსწრე

ბ) ამბავი მოსმენილი მქონდა თვითმხილველთაგან

გ) თვითმხილველის მონაყოლი დეტალურად მქონდა გადამოწმებული

დ) ყველაფერი ერთად

5. მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელმა არ იცის
ა) რომ ტყუილს ავრცელებს
ბ) სად გამოაქვეყნოს ინფორმაცია
გ) ოპერატიულობა ჟურნალისტიკაში მნიშვნელოვანია
დ) რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს
6. დამაზიანებელი ინფორმაცია ეყრდნობა
ა) ზახაროვას ტელეგრამის პოსტს
ბ) რეალურ ფაქტს
გ) არქივში ნესტისგან დაზიანებულ ბეჭდვით გამოცემებს
დ) განადგურებულ მონაცემებს
7. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაშური კუალა-ლუმპურთან დამეგობრებული ქალაქი გახდა, ეფუძნება:

ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდს
ბ) კუალა-ლუმპურის მაცნეს
გ) სატირულ ფეისბუქ გვერდს
დ) საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს
8. ფეისბუქის გამჭვირვალობის სექციის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ შემდეგი ინფორმაცია:
ა) როდის შეიქმნა გვერდი

ბ) შეიცვალა თუ არა გვერდმა სახელი და რომელ ქვეყანაშია გვერდის ადმინი

გ) აქვს თუ არა გვერდს დასპონსორებული პოსტები

დ) ყველაფერი ერთად

9. დაახლოებით, 2000 წლის წინ, ძველ რომში, ოქტავიანემ საზოგადოების მხარდაჭერის მისაღწევად, მეტოქის, მარკუს ანტონიუსის შესახებ ჭორები გაავრცელა. მან ანტონიუსისა და ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას ურთიერთობა წარმოაჩინა ისე, თითქოს ანტონიუსი რომის ტრადიციულ ღირებულებებს პატივს არ სცემდა. ამ ინფორმაციას ოქტავიანე განზრახ, მონეტებზე გამოსახული სლოგანების და ლირიკის მეშვეობით, ავრცელებდა.
რისი მაგალითია ეს ისტორიული ამბავი?
ა) მცდარი ინფორმაციის
ბ) დეზინფორმაციის
გ) დამაზიანებელი ინფორმაციის
დ) სიძულვილის ენის
10. პროპაგანდის რომელი მეთოდი გულისხმობს მხოლოდ ორი ალტერნატივის დასახვას და ერთ-ერთისათვის უპირატესობის მინიჭებას?
ა) მცდარი დილემის ტექნიკა
ბ) კონტრბრალდებები
გ) Ad nauseam
დ) დემონიზების ტექნიკა
11. რას უნდა დავაკვირდეთ ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ფოტოს ამოსაცნობად?
ა) ადამიანის სახეს, ხელებს ან სხეულის სხვა ნაწილებს
ბ) ფონზე გამოსახულ ნივთებს
გ) ფოტოზე არსებულ ლოგოს ან წარწერას
დ) ყველაფერი ერთად
12. რომელი ფოტო არ არის ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული?

ა) I
ბ) II
13. რომელი ფოტოა ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული?

ა) I
ბ) II
14. სად არის ვიდეო გადაღებული?
ა) ინდოელი მილიარდერის შვილის ქორწილში
ბ) თეთრ სახლში გამართულ წვეულებაზე
გ) ბოლივუდის სტუდიაში
დ) ვიდეო AI გენერირებულია
15. ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა ვიდეო აღწერით: “როგორ აკავებს სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია საფრანგეთში”. როგორ გადაამოწმებდით სად არის ვიდეო გადაღებული?
.png)
ა) პოსტის კომენტარებში დავსვამ კითხვას
ბ) გავაზიარებ და მეგობრებს ვკითხავ
გ) დავაკვირდები დეტალებს, როგორიცაა მანქანის ნომერი და სამართალდამცავის შევრონი
დ) გადამოწმება შეუძლებელია
16. ჩამოთვლილთაგან, რომელი ხელსაწყო გამოიყენება ფოტოს ავთენტურობის შესამოწმებლად?
ა) CapCut
ბ) Lightroom
გ) Sora
დ) TinEye
17. რა მოხდება თუ Google Earth-ის პროგრამაში ისრით ნაჩვენებ ღილაკს გავააქტიურებთ?

ა) სტადიონი ხალხით შეივსება
ბ) გვიჩვენებს მონაცემს, რამდენი ადამიანი ეტევა სტადიონზე
გ) Street View ფუნქცია ჩაირთვება
დ) არაფერი შეიცვლება
18. რომელი აპლიკაციით შეგვიძლია ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის ობიექტი წლების წინ?
ა) Google Earth
ბ) Google Map
გ) Google Trends
დ) Google Scratch
19. Meta-ს თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB) არის:
ა) ქოლცენტრების საქმიანობა
ბ) რამდენიმე ფეისბუქ გვერდის, ჯგუფის ან ანგარიშის ერთობლივ მუშაობას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით
გ) თაღლითური ფეისბუქ გვერდის პოსტი
დ) ბოტოქსიანი ფეისბუქ პროფილი
20. რატომ აკავშირებენ ასტროტერფინგის ტროლინგთან?
ა) ტერმინი “ასტროტერფინგი” უკავშირდება ხელოვნური ბალახის საფარს, რომელიც ბუნებრივი საფარის შთაბეჭდილების მოსახდენადაა შექმნილი
ბ) ტროლები და ბალახი ორივე მწვანეა
გ) ინფორმაციის ცალმხრივი ნაკადის გამო
დ) გამჭვირვალეობის გამო
21. მოცემული ორი ანგარიშიდან რომელი შეიძლება იპარავდეს სხვის იდენტობას?

ა) I
ბ) II
22. რა ქვია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მტკიცებას, სტატიას, პოსტს ან რეკლამას, რომელიც წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, სოციალური მედიის მომხმარებლებისგან თანხის ან პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ვრცელდება?
ა) დოქსინგი
ბ) თაღლითობა
გ) კონსპირაცია
დ) საიდუმლოს გათქმა
23. სოციალურ ქსელში შეგხვდა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აეროპორტში დაკარგული ბარგის შესანახი ადგილი არ არის, ამიტომ ჩემოდნებს სხვადასხვა ნივთებითა და ელექტრონიკით მხოლოდ 5,50 ლარად ყიდიან. პოსტებში ასევე მითითებულია, რომ მსურველები შეკვეთის გასაკეთებლად თანდართულ საიტზე უნდა გადავიდნენ. რა დაგაფიქრებს, რომ პოსტი შესაძლოა ყალბი იყოს?

ა) ფოტოზე არ ჩანს ქართული წარწერები და არც თბილისის აეროპორტის იდენტიფიცირებადი ნიშნები
ბ) გვერდის სახელწოდებაში შეცდომით არის დაწერილი სიტყვა “Airopt”
გ) შემოთავაზება არარეალისტურია
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
24. რა არის დოქსინგი (doxing)?
ა) პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება სხვა ადამიანების მიერ კიბერბულნგის წარმოების მიზნით
ბ) ინფორმაციის გადამოწმება სხვადასხვა დოკუმენტურ წყაროში
გ) სხვისი დოკუმენტების უნებართვოდ გამოყენება
დ) მონაცემთა დაცვა ციფრულ სივრცეში