ტესტი: რა იცი სექსისტური სიძულვილის ენის შესახებ?

1 / 10

 რომელი ნიშნით ესხმიან თავს ქალ პოლიტიკოსებს ყველაზე ხშირად?

მორალური კრიტერიუმების საფუძველზე

დიახ! ყველაზე ხშირად ქალ პოლიტიკოსებს თავს მორალური კრიტერიუმების საფუძველზე ესხმიან. საანგარიშო პერიოდში ასეთი 68 შემთხვევა გამოვლინდა. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

გენდერული სტერეოტიპების საფუძველზე

არა, თუმცა მორალურ კრიტერიუმებს სწორედ გენდერული სტერეოტიპების საფუძველზე დისკრიმინაცია მოსდევს. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

გარეგნული მახასიათებლების საფუძველზე

"ქალური", "ქალაჩუნა", "დედაკაცი" — რომელი ტიპის დისკრიმინაციის დროს გამოიყენება მსგავსი ფრაზები?

გენდერული სტერეოტიპების საფუძველზე გამოვლენილი დისკრიმინაციის დროს

დიახ! ეს გენდერული სტერეოტიპებით დისკრიმინაციაა და მათ შორის შედის ფრაზები: "არაპოლიტიკური მანდილოსანი", "სუსტი ქალი", "უსახური", "პლასტიკური" და სხვა. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

გარეგნული მახასიათებლით დისკრიმინაციის დროს

არა! გარეგნული მახასიათებლით დისკრიმინაცია აერთიანებს ფრაზებს: "მახინჯი", "გემრიელი ლუკმა", "ულამაზესი ლუკმა" და ა.შ. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

მორალური კრიტერიუმებით დისკრიმინაციის დროს

არა! მორალური კრიტერიუმებით დისკრიმინაციის დროს გამოიყენებენ ფრაზებს: "ბოზები", "გამყიდველი", "სოროსის კახპა", "კამსამოლკა", "გაქანებული ლიბერასტი" და სხვა. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

რომელი ტიპის დისკრიმინაციაა, როცა ხაზგასმა ხდება ასაკზე?

ეიჯიზმი

დიახ, სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ეიჯიზმის მაგალითებსაც. იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვა/შეურაცხყოფა

 არა! გარეგნული მახასიათებლით დისკრიმინაცია გულისხმობს შეურაცხყოფის მიყენებასა და დაცინვას სხეულის, გარეგნობის, საუბრის მანერის, ჩაცმულობის ნიადაგზე. იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

სექსიზმი/მიზოგინია

არა! ამ ტერმინს ქალებსა და ქალთა უფლებებზე თავდასხმების მაგალითების დროს ვიყენებთ. იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

კაცი პოლიტიკოსის საკუთრებად ქალი პოლიტიკოსის ნებისმიერი ფორმით მოხსენიებას რომელი ტერმინი გამოხატავს?

პროტეჟეს ქალი

არა! თუმცა ტერმინი სწორედ იმ სტერეოტიპულ-დისკრიმინაციული შეხედულების გამო წარმოიქმნა, რომლის მიხედვითაც, თუ ქალი პოლიტიკაში საქმიანობს, ის კაცი პოლიტიკოსის პროტეჟეა. იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

ვინმეს ქალი

დიახ, ქალ პოლიტიკოსებს ხშირად მოიხსენიებენ კაცი პოლიტიკოსის "მფარველობის ქვეშ" მყოფებად. სწორედ ამის საფუძველზე შეიმუშავა საფარმა სლატშეიმინგის ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი ინდიკატორი "ვინმეს ქალი". იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

ქუჩის ქალი

 

არა, ქალ პოლიტიკოსებს ხშირად მოიხსენიებენ კაცი პოლიტიკოსის "მფარველობის ქვეშ" მყოფებად. სწორედ ამის საფუძველზე შეიმუშავა საფარმა სლატშეიმინგის ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი ინდიკატორი "ვინმეს ქალი". იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

რა ტიპის დისკრიმინაციაა ქვემოთ მოცემული მაგალითი? 
ფეისბუქ პოსტი, რომელიც ერთ-ერთი ქალი პოლიტიკოსის მიმართ იყო მიმართული, მსგავსი შინაარსისაა: "ერთი შეკითხვა მაქვს, დროს რო არ კარგავ და ნიფხავი არ გაცვია საერთოდ, პარლამენტში რო შეხვალ, იქ ტრიკო გეცმება?"

გარეგნული მახასიათებლით დისკრიმინაცია

არა! ეს არ არის გარეგნული მახასიათებლით დისკრიმინაცია, თუმცა ასეთი მაგალითიც ძალიან ბევრია. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

მორალური კრიტერიუმებით დისკრიმინაცია

დიახ! ეს მორალური კრიტერიუმებით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა — სლატშეიმინგი, რაც ნიშნავს, უმეტესად, ქალების და გოგოების კრიტიკას იმის გამო, რომ მათი ქცევა, გარეგნობა თუ ჩაცმულობა სექსუალობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ გენდერულ ნორმებს და წარმოდგენებს არ შეესაბამება. სლატშეიმინგი სიტყვა-სიტყვით "ბოზობით შერცხვენას" ნიშნავს. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა

არა! გენდერული სტერეოტიპებით დისკრიმინაციის დროს ქალს თავს ესხმიან მისი გენდერული როლის, ქცევის, დანიშნულების, საქმიანობის თუ სხვა მახასიათებლის შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენების საფუძველზე. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

ქალ პოლიტიკოსებს ძალიან ხშირად "არაქალური" ქცევის გამო ესხმიან თავს. რომელი ტიპის დისკრიმინაციაა ეს?

მორალური კრიტერიუმების მიხედვით თავდასხმა

არა! ამ ტიპის თავდასხმების მიზანი ძირითადად ადრესატების მორალური კრიტერიუმების თუ ზნეობრივი ღირებულებების ნიშნით დისკრედიტაციაა. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

გარეგნული მახასიათებლების ნიშნით შეურაცხყოფა

არა! თუმცა, მერწმუნეთ, არც ასეთი მაგალითების ნაკლებობას განიცდიან ქართული ტროლ-გვერდები. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა

დიახ! ეს კატეგორია აერთიანებს სექსიზმის ყველა იმ ფორმას, რომელსაც ქალის ფუნქციის, როლების, ქცევის, მოვალეობის თუ პროფესიების შესახებ გენდერული სტერეოტიპები კვებავს. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

მორალური კრიტერიუმებით დისკრიმინაციის რომელი შემთხვევაა აღნიშნული? - პოსტი, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შესახებ ტექსტს.

სლატშეიმინგი

არა! თუმცა მორალური კრიტერიუმებით ადრესატის შერცხვენისთვის ამ ფორმასაც ძალიან ხშირად მიმართავენ. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

შანტაჟის და მუქარის შემთხვევა

დიახ! სამწუხაროდ ძალიან ხშირია, როცა ქალ პოლიტიკოსებსპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

პრინციპულობის ნაკლებობა

არა! ამას მაშინ მიმართავენ, როცა ქალ პოლიტიკოსებს ანგარებიან, სარგებლის მიღების ან გამორჩენის მაძიებელ ადამიანებად წარმოაჩენენ. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

დისკრიმინაციის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება შალვა ნათელაშვილის მიერ ქალი კანდიდატების წარდგენა, სადაც მათ "გემრიელ ლუკმად" მოიხსენიებს? -

"გემრიელი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად" — შალვა ნათელაშვლი

მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას 

სექსიზმს

დიახ! ქალი კანდიდატების წარდგენის დროს პარტიის ლიდერმა ამ ქალების განათლების, უნარების თუ გამოცდილების ნაცვლად სილამაზეს და ასაკს გაუსვა ხაზი. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციას

არა! გონებრივი შესაძლებლობების დისკრიმინაცია ინტელექტუალური უნარების, გამოცდილების, კომპეტენციების შეურაცხყოფის ნიშნებს მოიცავს. იხ. წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში.

რას ემსახურება ტროლ-გვერდების მიერ მსგავსი ტიპის პოსტების გავრცელება? - პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულმა გვერდმა ატვირთა ვიდეო, სადაც მღერის პიროვნება, რომელიც ჰგავს ერთ-ერთ ქალ პოლიტიკოსს. ვიდეოს აქვს წარწერა: "ვერ ნახა სარგებელი პოლიტიკაში და მუსიკაში წავიდა".

ეს არის სლატშეიმინგი

არა, სლატშეიმინგი უმეტესად, ქალების და გოგოების კრიტიკას ნიშნავს იმის გამო, რომ მათი ქცევა, გარეგნობა თუ ჩაცმულობა სექსუალობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ გენდერულ ნორმებს და წარმოდგენებს არ შეესაბამება. სლატშეიმინგი სიტყვა-სიტყვით "ბოზობით შერცხვენას" ნიშნავს. იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

ეს არის გონებრივი ნიშნით დისკრედიტაციის მცდელობა

ცდები, ეს არის ქალი პოლიტიკოსების ანგარებიან, სარგებლის მიღების ან გამორჩენის მაძიებელ ადამიანებად წარმოაჩენის მცდელობა. იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

ეს არის ქალი პოლიტიკოსების ანგარებიან, სარგებლის მიღების ან გამორჩენის მაძიებელ ადამიანებად წარმოაჩენის მცდელობა 

აბსოლუტურად მართალი ხარ! იხ. გენდერბარომეტრის ინდიკატორები.

როგორ უნდა მოიქცე, როდესაც სიძულვილის ენას ფეისბუქჯგუფი ავრცელებს?

თუ მე არ მეხება, ალბათ, უნდა გავატარო

არა და არა! ფეისბუქმა იმიტომ შექმნა დარეპორტების მექანიზმი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა მიმართოს მას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიძულვილის ენის გავრცელების შემცირებას. ეს სულ რამდენიმე წამს წაგართმევს. ამისთვის კი დაგჭირდება: გარეკანის ფოტოს (cover photo) ქვეშ დაკლიკო სამწერტილს, მონიშნო ან სიძულვილის ენა (Hate Speech) ან შევიწროება და ბულინგი (harassment and bullying) და მიუთითო ვინ არის ადრესატი. სულ ეს არის! იხ. სოციალური მედიის გზამკვლევი.

უნდა დავარეპორტო

მართალი ხარ! ამისთვის კი დაგჭირდება: გარეკანის ფოტოს (cover photo) ქვეშ დაკლიკო სამწერტილს, მონიშნო ან სიძულვილის ენა (Hate Speech) ან შევიწროება და ბულინგი (harassment and bullying) და მიუთითო ვინ არის ადრესატი. სულ ეს არის! იხ. სოციალური მედიის გზამკვლევი.

შემდეგი


არც ისე ბევრი რამ იცი სექსისტურ სიძულვილის ენაზე

6 / 10

არაუშავს. სექსისტური სიძულვილის ენის შესახებ უფრო მეტს ისწავლი. ჩვენი აზრით, ამ ტესტით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგი.

მეტი ინფორმაციისთვის კი გაეცანი წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში, რომელიც მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში.

შენ ასე თუ ისე იცნობ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სექსისტურ სიძულვილის ენას

6 / 10

მართალია, რაღაცები გსმენია და სავარაუდოდ სიძულვილის ენის შემცველ პოსტებსაც პერიოდულად არეპორტებ, თუმცა ეს საკმარისი არაა.

გაეცანი წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში, რომელიც მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში.

შენ ძალიან კარგად იცნობ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სექსისტურ სიძულვილის ენას და ალბათ, მეგობრებში ლიდერი ხარ ასეთი პოსტების დარეპორტებაში

6 / 10

დიახ! შენ ძალიან ბევრი იცი სოციალურ ქსელებში სექსისტური სიძულვილი ენის შესახებ. მეტიც, თუ ასეთებს გადააწყდები არეპორტებ კიდეც, რაც მათი გავრცელების შანსს კიდევ უფრო ამცირებს. ყოჩაღ!

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანი წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში, რომელიც მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში.