ქვიზი: სატირა თუ რეალობა?

“მითების დეტექტორის” და სხვა ფაქტჩექერების მიერ გადამოწმებული მასალებიდან, გთავაზობთ სატირულ და ყველაზე აბსურდულად რეალურ ამბებს. შეძლებთ მათ ერთმანეთისგან გარჩევას?

1 / 8

1. ქვემოთ ჩამოთვლილი ამბებიდან რომელია რეალური?

ციყვს იოგას სუნთქვის ვარჯიშების გაკეთება შეუძლია

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ციყვის ვიდეო, რომელზეც ამტკიცებდნენ, რომ ის ინდოეთის ქალაქ ჰარიდვარში იოგას გურუ ბაბა რამდევთან ერთად ცხოვრობს და მის მსგავსად სუნთქვის ვარჯიშებს აკეთებს, სამწუხაროდ სიმართლე არ აღმოჩნდა. ჩვენც ძალიან დაგვწყდა გული. 

იუნანის პროვინციაში სპილოები ღვინის სმით დათვრნენ და ჩაის პლანტაციებში ჩაეძინათ

როგორც აღმოჩნდა, არც ნასვამები იყვნენ და არც დალეულები. თურმე უბრალოდ ნებივრობდნენ და ისვენებდნენ.

მაიამის ტელევიზიამ ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას მოსახლეობა იგუანების “წვიმის” შესახებ გააფრთხილა

როგორი წვიმა არ გაგვიგია და გვინახავს - ჟუჟუნა, თავსხმა, თქეში… ვინმეს იგუანების წვიმა თუ გინახავთ? მაიამის ტელევიზიამ ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას მოსახლეობა სწორედ მოსალოდნელი იგუანების წვიმის შესახებ გააფრთხილა

2. ქვემოთ ჩამოთვლილი ამბებიდან რომელია რეალური?

5G-ს ჩიტების დახოცვა შეუძლია

ცნობილმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ასავალ-დასავალთან ინტერვიუში თქვა, რომ 5G ინტერნეტის სატესტო რეჟიმში ჩართვის დროს უამრავი ფრინველი დაიხოცა. როგორც ჩანს, ასტროლოგია და ტექნოლოგია მწყრალად არიან ერთმანეთთან. საბედნიეროდ, სიცრუეა და 5G ტექნოლოგია ფრინველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მაიმუნმა კორონავირუსის ნიმუშები მოიპარა

დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა. ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მაიმუნი თავს დაესხა ლაბორატორიის თანამშრომელს და პაციენტთა სისხლის ნიმუშები მოიპარა, შემდეგ კი საოპერაციო ხელთათმანების ჭამაც კი სცადა, თუმცა, მგონი, გემო არ მოეწონა.

გედები და დელფინები ვენეციის არხებში დაბრუნდნენ

ალბათ ყველას შეგვხვდა ფოტოები წარწერით, რომ ვენეციაში წყალი ისე გასუფთავდა, გედები და დელფინები არხებში დაბრუნდნენო. ძალიან პოზიტიური ამბავია, თუმცა კი ტყუილი. .

3. ქვემოთ ჩამოთვლილი ამბებიდან რომელია რეალური?

ნეტფლიქსმა ქუჩებში სპოილერების შემცველი პოსტერები გამოფინა, რათა პანდემიის შეზღუდვების დროს ხალხი სახლში დარჩენილიყო

პოსტერები, რომლებიც ნეტფლიქსის სერიალების რეალურ სპოილერებს შეიცავდა, ნეტფლიქსს ქუჩებში არ განუთავსებია. ფოტოების იდეა ევროპის Maiami Ad School-ის ორ სტუდენტს ეკუთვნით, რომლებიც თვლიან, რომ კორონას წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მეთოდი სახლში დარჩენაა, რის საფუძველსაც ნეტფლიქსის სპოილერები შექმნიდა, რომ განეთავსებინათ. 

რუსეთში 800 მდე ლომი და ვეფხვი გაუშვეს ქუჩებში, რათა ხალხი სახლში დარჩენილიყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურმე ვეფხვებს და ლომებს კორონაპანდემიის შეზღუდვებისთვის არ იყენებს და ეს ამბავი სიცრუეა. თუმცა კი არ გაგვიკვირდებოდა. 

ბრიტანეთში პანდემიის დროს ცალ-ცალკე მცხოვრებ წყვილებს შორის სექსი აიკრძალა

რა არ აიკრძალა ამ პანდემიის დროს, გარეთ გასვლა, მასობრივი შეკრება, 2-ზე მეტი ტუალეტის ქაღალდის შეძენა… მაგრამ საყვარელ ადამიანთან სექსსაც თუ აკრძალავდნენ, არავის წარმოედგინა, თუმცა ეს ამბავი სიმართლეა

4. ქვემოთ ჩამოთვლილი ამბებიდან რომელია რეალური?

რუსეთში მღვდლებმა ქალაქი თვითმფრინავიდან აკურთხეს

რუსეთის ქალაქი ტვერი, როგორც ჩანს, ალკოჰოლიზმის სავანეა. ამის დასაძლევად კი მართლმადიდებელმა მღვდლებმა ქალაქის თვითმფრინავიდან კურთხევა გადაწყვიტეს. 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი გადაესხა ქალაქს. დიახ, სიმართლეა!

“სიმპსონებმა” ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი იწინასწარმეტყველეს

 “სიმპსონების” ეს წინასწარმეტყველება სიცრუეა. სურათში მოცემული კადრი სერიალში არ არსებობს.

შვეიცარიაში ვაქცინაცია აკრძალეს

თქვენ მოგისმენიათ მამა ესკობარი როგორ საუბრობს იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია ეშმაკის ნიშანია, რითაც “სატანას თავისი კოდი შეჰყავს ადამიანის ორგანიზმში“? და თურმე, შვეიცარიაში მშობელთა საპროტესტო აქციებს ვაქცინაციის აკრძალვა მოჰყვა. სამწუხაროა, რომ პროგრესნიუსისა და megatv-ის მსგავსად თქვენც შეცდომაში შეგიყვანეს. . 

5. ქვემოთ ჩამოთვლილი ამბებიდან რომელია რეალური?

რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა

არ მოგესმათ! ნამდვილად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სანქციები დაუწესა. ხო, კიდევ ჩეჩნეთში მისი ანგარიშების გაყინვაც მოითხოვა. 

ანგელა მერკელს ბავშვობაში ჰიტლერთან ფოტო აქვს გადაღებული

ანგელა მერკელს, როგორც ჩანს დროში მოგზაურობა სცოდნია. ძნელად წარმოსადგენია 1954 წელს დაბადებულ ადამიანს 1945 წელს გარდაცვლილ ადამიანთან ასეთი ფოტო ჰქონდეს. თქვენ როგორ მოტყვუდით? აღნიშნული სიცრუეა

ჩინეთიდან გამოწერილი ამანათებისგან კორონავირუსის გადადების საშიშროება არსებობს

უცხოეთიდან გამოწერილი ნივთები იმდენ ხანს ანდომებს საქართველოში ჩამოსვლას და იმდენ პროცედურას გადის, კორონავირუსი რომც გამოყვეს, სადმე დაიკარგება. ტყუილია, ჩინური კორონავირუსი ჩვენამდე ამანათით ვერ ჩამოაღწევს.

6. ქვემოთ ჩამოთვლილი ამბებიდან რომელია რეალური?

ხელის სანიტაიზერის გამოყენებამ შეიძლება ხელებზე კანის წვა გამოიწვიოს

ალბათ გინახავთ ფილმებში ძლიერი ალკოჰოლით როგორ ანთებენ ცეცხლს. ხოდა ხალხს ჰგონია, რომ ხელის სანიტაიზერი, რომელიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს შეიცავს, შეიძლება ხელებზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი გახდეს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ალკოჰოლი, რომელიც სადეზინფექციო ხსნარშია, როგორც კი ხელებზე მოხვდება, იმწამსვე ორთქლდება. ამიტომ, ნუ მოტყუვდებით, ხელებს სანიტაიზერით ვერ დაიწვავთ

სუფთა სპერმა კურნავს COVID-19-ს

ფილიპინელმა ექიმმა ანაქლეტო ბელეზ მილენდეზმა Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო სათაურით “სუფთა სპერმა კურნავს COVID-19 -ს”, სადაც ექიმი განმარტავს სუფთა სპერმის სამკურნალოდ გამოყენებას, ასევე რეკომენდაციას უწევს მის დალევას ან ხელის გამწმენდ საშუალებად გამოყენებას. უნდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.

კაზინოებმა პანდემიის გამო ამინდზე ფსონების მიღება დაიწყეს

მაშინ როცა პრაქტიკულად ყველა სპორტული აქტივობა გაუქმდა ან გადაიდო, კორონა პანდემიას საერთოდ არ შეუშინებია კაზინოებისა და ფსონების დადების მოყვარული ხალხი. დიახ, სიმართლეა აშშ-ში ამინდის პროგნოზებზე ფსონების დადება დაიწყეს

7. ქვემოთ ჩამოთვლილი ამბებიდან რომელია რეალური?

AIR SERBIA-ს თვითმფრინავის კედლებს წმინდანების ფრესკები ამშვენებს

მიუხედავად იმისა, რომ სერბეთში ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 85% მართლმადიდებელია, თვითმფრინავის კედლების ფრესკებით დამშვენების ამბავი სიცრუეა

პოლონეთმა შემთხვევით ჩეხეთი დაიპყრო

ნამდვილად უცნაურია, გეთანხმებით, თუმცა სიმართლეა. პოლონელმა სამხედროებმა შემთხვევით ჩეხეთის ტერიტორიის პატარა ნაწილი დაიკავეს და ადგილობრივი მოსახლეობას ეკლესიაშიც კი არ უშვებდნენ საკუთარ ტერიტორიაზე. კი, მალევე მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ.

მსახიობ ტომ ჰენკსს კარანტინში ფრენბურთის ბურთი ფილმ “გარიყულის” მეგობრის ვილსონის გამოსახულებით აჩუქეს

ფილმი გარიყული გინახავთ? ფილმში უკაცრიელ კუნძულზე დაკარგული ტომ ჰენკსის პერსონაჟი ფრენბურთის ბურთს უმეგობრდება, რომელსაც ვილსონს ეძახის. ფოტო, თითქოს ავსტრალიაში კარანტინში ყოფნისას მსახიობს საჩუქარი გაუკეთეს და ფრენბურთის ბურთი ვილსონის გამოსახულებით აჩუქეს, თურმე არარეალურია

8. ქვემოთ ჩამოთვლილი ამბებიდან რომელია რეალური?

ნიდერლანდებში ზოოპარკმა ორანგუტანგებს ონლაინ პაემნების პირადი პროფილები გაუკეთა

ნიდერლანდების ზოოპარკში ორანგუტანგებს საკუთარი ტინდერის პროფილი აქვთ და ისინი ერთმანეთს წინასწარ ირჩევენ შესაჯვარებლად.როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნოლოგიებს მხოლოდ ადამიანები არ იყენებენ. ამ საკითხში ცხოველებმაც მოგვბაძეს და საქმეს იმარტივებენ. 

ჩაკ ნორისი კორონავირუსით გარდაიცვალა

შეიძლება ფიქრობთ, რომ დეზინფორმაცია  ჩაკ ნორისს არასოდეს დაატყდება თავს და ჩაკ ნორისი თვითონ დაატყდება თავს დეზინფორმაციას. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყალბ ამბებს ნორისიც ვერ გადაურჩა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ამ ისტორიას მხოლოდ ერთი დადებითი მხარე აქვს - სოციალურ ქსელებში ჩაკ ნორისის შესახებ  გავრცელებულ ათასობით ხუმრობას ბევრი ახალიც დაემატა, ამჯერად კორონავირუსზე. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სტალინს ძეგლი დაუდგა

გავრცელებული ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ოქროს, სპილენძისა და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული სტალინის ძეგლი ფხენიანის ომის გმირების პარკში დაადგმევინა. ნურას უკაცრავად, ეს გორელი სტალინის გორელი მონუმენტია და არა ფხენიანში დადგმული.

შემდეგი


ყოჩაღ! შენ ნამდვილად მახვილი გონება და თვალი გაქვს. ადვილად შეგიძლია ტყუილ-მართლის გარჩევა!

6 / 8

კარგია! თუმცა სატირულ და ყალბ სიახლეებს შენი მოტყუება მაინც შეუძლიათ.

6 / 8

როგორც ჩანს, შენ ყალბი ინფორმაციის სამიზნე ჯგუფში ხარ.

6 / 8