აღმოაჩინე დეზინფორმაცია

ჩამოთვლილი პასუხებიდან მონიშნეთ დეზინფორმაცია

1 / 10

1. რა მიზნით მოხდა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მოწმობის ID ბარათის შემოღება?

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული დოკუმენტია, რომლითაც პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი

ID ბარათი “ანტიქრისტეს ბეჭედს” და დაშიფრულ კოდს 666 შეიცავს და ადამიანის ზომბირებას ისახავს მიზნად

ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების საშუალებას იძლევა

2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (EHCR) გადაწყვეტილებით:

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

ახალშობილთა ნათლობა აიკრძალა

საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დარღვეული უფლებების გამო არის გამოტანილი

რელიგიური თემების ავტონომიურად არსებობის შესაძლებლობა განუყოფელია მრავალფეროვნების დემოკრატიული პრინციპისგან

3. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და აშშ-მ საქართველოში შემდეგი ღონისძიებები განახორციელეს:

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

ევროსაბჭომ 2008 წელს რუსეთის ომის შედეგად დაზიანებული ნიქოზის მონასტრის რეაბილიტაციის გეგმა შეიმუშავა

აშშ-ს ელჩის კულტურული დაცვის ფონდმა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ხატების რესტავრაცია მოახდინა

გაანადგურეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

4. რა ვალდებულებას აკისრებს ევროკავშირი მის არაწევრ ქვეყნებს?

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

ე.წ. ცხოველების „დაჩიპვა" სავალდებულოა არაწევრი ქვეყნებიდან შინაური ცხოველების ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის

ცხოველების მიკროჩიპზე დატანილი კოდით ხორციელდება კონკრეტული ცხოველის დაკავშირება მის ვეტერინარულ პასპორტთან და ვაქცინაციის შესაბამისობის დადგენა

ევროკავშირში ახლადშობილებისთვის “ჩიპის” ჩადგმა სავალდებულოა

5. რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას სოფლის მეურნებისთვის?

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

ქართულ პროდუქტს ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე გზა ეხსენება

ასოცირების შეთანხმება საქართველოს ღორების პასპორტიზაციას ავალდებულებს

გაზრდის ქართული პროდუქტის ხარისხს

6. ევროკავშირის ქვეყნებში:

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მაკონტროლებელ ფუქციას ასრულებენ

პოლონეთში უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება აკრძალულია

არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა უფლებების ადვოკატირებას ახდენენ

7. რა სარგებელი მოუტანა 2013 წელს ევროკავშირში გაწევრიანებამ ხორვატიის აგრარულ სექტორს?

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

ხორვატია ორგანული პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი გახდა

ხორვატიის ფერმერული მეურნეობა და სურსათის სექტორი სტრუქტურლად იცვლება და მოდერნიზდება

ევროკავშირმა ხორვატიას ხახვის თესვა აუკრძალა

8. რა იყო ევროპარლამენტის შენობის არქიტექტორების შთაგონების წყარო?

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

ევროპარლამენტის შენობის დიზაინის შემქმნელთა შთაგონების წყარო რომაული ამფითეატრია

ევროპარლამენტის შენობა ბაბილონის გოდოლს განასახიერებს

ევროპარლამენტის შენობის აგებისას ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა იდეის - დემოკრატია მოძრაობაშია - განსახიერება

9. ე.წ დალესის დოქტრინა არის

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

ციტატები საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდან „მარადიული ძახილი“(Вечный зов)

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსის ალენ დალესის გეგმა, რომელიც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის დაშლისთვის შემუშავდა

კონსპირაცია, რომელიც 1993 წელს მიტროპოლიტ იოანეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშიც - "ბრძოლა რუსეთისთვის” -აისახა

10. ლიტვაში 1991 წლის

ჩამოთვლილი პასუხებიდან, მონიშნეთ დეზინფორმაცია

13 იანვარს ლიტველებს ცეცხლი მოძრაობა "საიუდისის” ერთ-ერთმა ლიდერმა გაუხსნა

13 იანვარს საბჭოთა ჯარი ლიტვაში მშვიდობიან პროტესტანტებს გაუსწორდა, რასაც შედეგად 14 გარდაცვლილი და 1000-მდე დაზარალებული ადამიანი მოჰყვა

8-9 იანვრისთვის ლიტვაში საბჭოთა ჯარის ანტიტერორისტული ალფა ჯგუფი და ფსკოვის საჰაერო სადესანტო მოიერიშეთა ბრიგადის მედესანტეები შეიყვანეს

შემდეგი


ცუდია! სამწუხაროდ შენი მოტყუება იოლია!

6 / 10

კარგია! თუმცა მითების დეტექტორი ხშირად უნდა იკითხო!

6 / 10

ყოჩაღ! პროპაგანდა შენ ვერაფერს დაგაკლებს!

6 / 10