1 / 8

1. როდის არის ჰოლოდომორის გახსენების დღე?

ა) ნოემბრის მეოთხე შაბათს

ბ) 4 ივლისს

გ) 31 ოქტომბერს

დ) ასეთი დღე არ არსებობს

2. როდის მოხდა ჰოლოდომორი?

ა) 1945 წელს

ბ) 1918-1921 წლებში

გ) 1932-1933 წლებში

დ) 2014 წელს

3. რამ გამოიწვია უკრაინაში შიმშილი 1932-1933 წლებში?

ა) ბუნებრივმა მოვლენებმა

ბ) ჰოლოდომორი ადამიანის გამოწვეული შიმშილი იყო -  სტალინის მიზანდასახულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია

გ) საკვების მაღალმა ფასებმა - გლეხები ვერ ყიდულობდნენ პროდუქტს

დ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი

4. არის თუ არა ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარებული?

ა) არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ჰოლოდომორი არ უღიარებია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად

ბ) ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აღიარეს.

5. არის თუ არა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარებული?

ა) ჰოლოდომორს გენოციდად არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს

ბ) ჰოლოდომორს გენოციდად ყველა ქვეყანა აღიარებს

გ) ამ ეტაპზე, ჰოლოდომორს გენოციდად 30 ქვეყანა აღიარებს

6. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ჰოლოდომორს?

ა) 1 489 600 ათასი ადამიანი

ბ) ჰოლოდომორს მსხვერპლი არ მოჰყოლია

გ) სხვადასხვა ისტროული წყაროს შეფასებით ჰოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობა 3.9-7 მილიონს შორის მერყეობს

7. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის სიმართლე?

ა) 1934 წლის იანვარში, მსხვერპლის რაოდენობის დასამალად, სტალინმა განაცხადა, რომ წლის დასაწყისისთვის სსრკ-ის მოსახლეობა 168 მილიონამდე ადამიანს შეადგენდა. (მაშინ როცა სტატისტიკამ მოსახლეობის კლება აჩვენა)

ბ) ჰოლოდომორის მსხვერპლის რაოდენობის დასამალად სტალინის რეჟიმმა აღწერის ჩატარებისას მიღებული არასასურველი შედეგების გამო მთავარი სტატისტიკოსები დააპატიმრა, ნაწილი კი დახვრიტა

გ) სტალინის რეჟიმს არ დაუმალავს მსხვერპლის რაოდენობა

8. რა არგუმენტებით უარყოფს ჰოლოდომორს რუსეთი?

ა) რუსეთის სამხრეთის და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის რეგიონებში შიმშილობა რამდენიმე ათწლეულში ერთხელ განმეორებადი მოვლენა იყო - 1932-33 წლებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა

ბ) 1932-33 წლებში შიმშილობის შედეგად სსრკ-ში ყველაზე მეტი ადამიანი არა უკრაინაში არამედ სხვა რეგიონებში დაიღუპა

გ) შიმშილობა არ იყო მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ეს ბუნებრივი მოვლენა იყო

დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

NEXT


0% - 40%

6 / 8

ჰოლოდომორის შესახებ თქვენი მოტყუება ძალიან ადვილია, ამიტომ გირჩევთ ამ საკითხზე მეტი წაიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევში კრემლის დეზინფორმაციის მსხვერპლი ადვილად გახდებით

41% - 80%

6 / 8

ჰოლოდომორის შესახებ ინფორმაცია გაქვთ, მაგრამ მეტის ცოდნაა საჭირო, რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი რომ არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, კრმელის პროპაგანდამ არ შეგაცდინოთ

81% - 100%

6 / 8

ჰოლოდომორთან და მასთან დაკავშირებული  დეზინფორმაციის შესახებ სრული ინფორმაცია გაქვთ. თქვენს მოტყუებას კრემლი ვერ შეძლებს