1 / 10

1. რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს?

ა. ძალაში შევიდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია

ბ. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ თბილისი დატოვეს. დედაქალაქი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა
 

გ. საქართველო იძულებით გაწევრიანდა საბჭოთა კავშირში

დ. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

2. რა საბაბით შემოვიდა წითელი არმია საქართველოში?

ა. საქართველოს მთავრობამ მოსკოვს დახმარების ოფიციალური თხოვნით მიმართა

ბ. წითელი არმია საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით შემოვიდა

გ. წითელი არმია 16 თებერვალს ლორეში აჯანყებული ბოლშევიკი მუშების მხარდაჭერის საბაბით შემოვიდა

დ. წითელი არმია საქართველოში რუსული პასპორტების დასარიგებლად შემოვიდა

3. ვინ გახდა 16 თებ ერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვისაც საბჭოთა რუსეთის სამხედრო ატაშე შემდეგნაირად ახასიათებდა?

„ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი… იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლად ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.

ა. გიორგი მაზნიაშვილი

ბ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი

გ. ილია ოდიშელიძე
 

დ. გიორგი კვინიტაძე
 

4. რომელი მხრიდან შემოიჭრა საბჭოთა რუსეთი საქართველოში?

ა. ჩრდილო-დასავლეთიდან გაგრა-სოხუმის მიმართულებით

ბ. ჩრდილოეთიდან მამისონის უღელტეხილით

გ. ვლადიკავკაზიდან დარიალის ხეობით

დ. აღმოსავლეთიდან კახეთის მიმართულებით

ე. სამხრეთ-დასავლეთიდან ბორჩალოს მიმართულებით

ვ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით

5. ვინ მიმართა ამ სიტყვებით სტუდენტებს 1921 წლის 23 თებერვალს?

ა. ივანე ჯავახიშვილმა       

ბ. ნოე ჟორდანიამ

გ. გიორგი მაზნიაშვილმა

დ. აკაკი ჩხენკელმა

6. ვინ იბრძოდა რუსული ჯარების წინააღმდეგ ტაბახმელასთან?

ა. ტაბახმელასთან მხოლოდ იუნკრები იბრძოდნენ

ბ. ტაბახმელასთან არტილერია იბრძოდა

გ. ტაბახმელასთან როგორც იუნკრები, ასევე უნტერ-ოფიცერთა ბატალიონი, არტილერია, საინჟინრო ნაწილი და კავალერია იბრძოდა

დ. ტაბახმელასთან ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა

7. ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები?

„...ქართველმა ჯარისკაცებმა - იგრძნეს სავსებით საბედისწერო დღის სიმწვავე, გააფრთრებული ლომებივით თავგანწირვით ეკვეთნენ მოსულ კალია მტრის ჯარს და სამარე გაუთხარეს მას შეხლის გზაზე. დიაცის მანდილი მოახვიეს მას სახეზე, კურდღლებივით ჩამოლალეს თბილისის ქუჩებზე ყეყეჩი რუსი მუჟიკები. 19 თებერვლის გამარჯვებით ჩვენმა ჯარმა სამარადისო გვირგვინი დაიდგა განათლებული კაცობრიობის თვალში.“

ა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდეს

ბ. ნოე ჟორდანიას

გ. გაზეთს “საქართველოს რესპუბლიკა”

დ. გენერალ გიორგი მაზნიაშვილს

8. იუნკრებთან ერთად თბილისის მისადგომებთან ერთი ქალიც დაიღუპა, რომელიც მოგვიანებით გახდა პირველი ქალი, ვისაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. ვინ იყო ეს ქალი?

ა. ეკატერინე გაბაშვილი
 

ბ. კატო მიქელაძე
 

გ. ნინო ჭავჭავაძე
 

დ. მარო მაყაშვილი
 

9. როგორი იყო ქართველი და რუსი ჯარისკაცების ძალთა ბალანსი ბრძოლების დროს?

ა. რუსული ჯარი ქართულს 2-ჯერ მაინც აღემატებოდა. ქართულ ჯარს არც საკმარისი საბრძოლო იარაღი ჰქონდა.
 

ბ. მართალია წითელი არმია რიცხვოვნობით ქართულ ჯარს აღემატებოდა, თუმცა ქართველებს საკმარისი აღჭურვილლობა ერგო რუსეთის იმპერიისგან მემკვიდრეობით, რაც მთავრობამ არ გამოიყენა.
 

გ. ძალთა ბალანსი თანაბარი იყო. თბილისისთვის ბრძოლაში დამარცხება ცუდი სტრატეგიის შედეგი იყო.
 

10. რატომ დატოვა ჟორდანიას მთავრობამ საქართველო?

ა. ჟორდანია დანებდა და ქვეყანა უბრძოლველად გადასცა რუსეთს
 

ბ. მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვება მოქალაქეებმა რეფერენდუმით გადაწყვიტეს
 

გ. მთავრობას ქვეყნის დატოვება შეიარაღებული ძალების მთვარსარდალმა მოსთხოვა
 

დ. ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება, 5 კვირიანი ბრძოლის შემდეგ, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო. მთავრობის დარჩენის შემთხვევაში მას ძალაუფლების რევკომისთვის გადაცემა და ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოუწევდა. 

NEXT


ან ისტორიკოსი ხარ ან საქართველოს გასაბჭოების ისტორია კარგად იცი

6 / 10

საქართველოს გასაბჭოების შესახებ ძირითადი ფაქტები იცი, თუმცა არქივების გაცნობა არ გაწყენდა

6 / 10

გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ

6 / 10